|
2017-05-27 12:47:58, 2088 ნახვა
კომენტარი სამხედრო
იზორია: ვისაც გაუჩნდება სურვილი განახორციელოს აგრესია, უნდა დაფიქრდეს, თუ რა დიდ ზიანს მიაყენებს საქართველო აგრესორს
"ვისაც გაუჩნდება სურვილი განახორციელოს მორიგი აგრესია საქართველოზე, უნდა დაფიქრდეს თუ რა დიდ ზიანს მიაყენებს საქართველო აგრესორს, თავისი საბრძოლო მომზადების მაღალი ხარისხით“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მინისტრმა უწყებაში განხორციელებული რეფორმების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რეფორმები ნატო-ს ბოლო ორ სამიტზე მიღებული სტრატეგიული გადაწყვეტილებების საფუძველზე ხორციელდება. „ჩვენ როდესაც 2016 წლის აგვისტოდან დავიწყეთ რეფორმები პირველ რიგში მოვახდინეთ, ნატო-ს ბოლო ორ სამიტზე მიღებული სტრატეგიული გადაწყვეტილებების იდენტიფიცირება და ჩვენი რეფორმები ამ სტრატეგიული გადაწყვეტილებების ფარგლებში განვახორციელეთ. ჩვენ ოთხი სტრატეგიული მიმართულების ფარგლებში განვსაზღვრეთ საქართველოში თავდაცვის რეფორმების პრიორიტეტები. განახლებულ შეკავების პოლიტიკისა და თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მხრივ, ჩვენ ჩავატარეთ მნიშვნელოვანი რეორგანიზაცია და ოპტიმიზაცია. ეს საკმაოდ მტკივნეული პროცესი იყო. მიზანი გახლდათ თანხების მობილიზება იმ პრიორიტეტული პროექტების განხორციელებისთვის, რაც ჩვენს საბრძოლო მზადყოფნას გააძლიერებდა, ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას უფრო ძლიერს გახდიდა. ამის შედეგად ჩვენ დავზოგეთ მილიონობით თანხა და მივმართეთ დიდწილად თავდაცვითი ინფრასტრუქტურის მშენებლობისკენ, ასევე აღჭურვილობის შეძენისკენ“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა და დასძინა, რომ საქართველოს მიზანი საფრთხეებთან უფრო ადაპტირებადი შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებაა.
კობახიძე - გულწრფელად ვულოცავ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას
ფაშინიანის "სამოქალაქო კონტრაქტის" ეგზიტპოლით, მათი პარტია არჩევნებში 56.7%-ით იმარჯვებს
სომხეთში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა
მაღალი აქტივობა: სომხეთში ამომრჩეველთა აქტივობამ საღამოს 5:00 საათის მონაცემებით თითქმის 49% შეადგინა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)