|
2017-05-26 18:41:45, 1737 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში კვლავ წვიმიან ამინდებს პროგნოზირებენ
საქართველოს ტერიტორიაზე მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში წვიმიანი ამინდებია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 27-28 მაისს +26 გრადუსი სითბო იქნება, შესაძლებელია ძლიერი წვიმა და სეტყვა, 29 მაისს +29 გრადუსი და ხანმოკლე წვიმაა ნავარაუდევი. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებში წვიმა და შედარებით დაბალი ტემპერატურაა ნავარაუდევი. უშუალოდ, დედაქალაქ თბილისში 27 მაისს +23 გრადუსი და წვიმა ელჭექით იქნება, 28-29 მაისს ასევე ხანმოკლე წვიმა ელჭექით და +24 გრადუსი სითბოა ნავარაუდევი. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, 27 მაისს +25 გრადუსი და ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, 28 მაისს უმეტეს რაიონებში ხანმოკლე წვიმას და +22 გრადუსს პროგნოზირებენ, 29 მაისს ხანმოკლე წვიმა იქნება, ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება. დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში 29 მაისის ჩათვლით, უმეტეს ადგილას წვიმაა მოსალოდნელი.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)