|
2017-05-26 18:11:54, 1879 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე თბილისში მრავალფეროვანი პროგრამით აღინიშნა
თბილისის მერი დავით ნარმანია საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს მეუღლესთან და შვილთან ერთად დაესწრო. დავით ნარმანია ოჯახთან და თბილისის მთავრობის წევრებთან ერთად თბილისის მერიის მიერ ორგანიზებულ, ვეფხისტყაოსნის თემატიკაზე სხვადასხვა ინსტალაციით წარმოდგენილ სივრცეს ესტუმრა, რის შემდეგაც რუსთაველის გამზირზე დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად სხვადასხვა უწყების მიერ წარმოდგენილი სტენდები დაათვალიერა. „განსაკუთრებული დღეა თითოეული ჩვენგანისთვის. ამაღლებულ განწყობაზე ვართ, რადგან ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ვზეიმობთ. დღეს რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ძალიან ბევრ ადამიანს საინტერესო და მრავალფეროვან ღონისძიებებზე დასწრების შესაძლებლობა მთელი დღის განმავლობაში ექნება. საზეიმო ღონისძიებების პროგრამა საკმაოდ დატვირთულია, განსაკუთრებით აღსანიშნავია ვეფხისტყაოსანთან დაკავშირებული უნიკალური სტენდები. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი დღე თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს კარგად დაამახსოვრდება“ - განაცხადა დავით ნარმანიამ. საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, თავისუფლების მოედანზე, გაიმართა წვევამდელების სამხედრო ფიცის დადების ტრადიციული ცერემონია, რომელსაც თბილისის მერი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)