12:52 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-26 16:09:27, 1741 ნახვა

საზოგადოება
სამშვიდობო მისიებში მონაწილე ჯარისკაცების შვილებმა 26 მაისი გასართობ ცენტრში აღნიშნეს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეების შვილებმა თბილისის სავაჭრო-გასართობ ცენტრ „ისთ ფოინთში“ აღნიშნეს.

ორმოცდაათამდე პატარას გასართობი ცენტრის „ფოკუს მოკუსის“ წარმომადგენლებმა უმასპინძლეს და მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა შესთავაზეს. ბავშვებმა სხვადასხვა აქტივობაში მიიღეს მონაწილება და ატრაქციონებზეც იმხიარულეს.

ღონისძიება თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტისა და „ისთ ფოინთის“ ორგანიზებით, ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა.

თავდაცვის სამინისტრო და სავაჭრო-გასართობი ცენტრი „ისთ ფოინთი“ თანამშრომლობის გაღრმავებასა და მსგავსი შეხვედრების ორგანიზებას მომავალშიც გეგმავენ.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრელთა 64% მოელის, რომ მადიარი უკრაინასთან ურთიერთობებს გააუმჯობესებს
ხარება ფიქრობს რომ მისი მოძალადე სპეცრაზმელები ჩაუშვეს - TVPirveli
უცხო ქვეყნის 45 მოქალაქე დააკავეს
პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის ღია წერილით მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics