12:00 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-25 20:27:25, 1627 ნახვა

საზოგადოება
26 მაისის ღონისძიებების ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამინისტრო სტენდებს თბილისში და მცხეთაში წარმოადგენს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამინისტრო სტენდებს თბილისსა და მცხეთაში  წარმოადგენს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტენდზე წარმოდგენილი იქნება სახელმწიფო პროექტების ფარგლებში დაფინანსებული აგრარული მიმართულების საწარმოებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ წარმოებული პროდუქცია - სხვადასხვა სახის თაფლი და თაფლის პროდუქტები, ღვინისა და ყველის ნაირსახეობა,  ჩაი, ჩურჩხელა, ბადაგი, თხილი, დეკას ჩაი, სუბლიმირებული ხილი, ხილის ჩირი, მოცვი, სხვადასხვა სახის კომპოტი და წვენი, ჯემებისა და მურაბების ნაირსახეობა, ზეთისხილი და სოკო.

სამინისტროს სტენდის სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ და შეიძინონ წარმოდგენილი პროდუქცია, ასევე გადაიღონ სამახსოვრო ფოტოები ორიგინალურ დეკორაციებთან, რომლებიც  ქართული ხილითა და ბოსტნეულით იქნება გაფორმებული.
 
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი თბილისში და მცხეთაში წარმოდგენილ სტენდებს დაათვალიერებს:

10:45 სთ-ზე - თბილისში, რუსთაველის გამზირზე (თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორია)

14:00 სთ-ზე - მცხეთაში (გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია)
 
წელს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი 26 მაისის ღონისძიებები წელს შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს აღნიშვნის იდეის ქვეშ ერთიანდება.

„მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ" - ეს არის მთავარი გზავნილი, რომელიც  წარმოდგენილ ყველა სტენდსა და დეკორაციაში აისახება.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრელთა 64% მოელის, რომ მადიარი უკრაინასთან ურთიერთობებს გააუმჯობესებს
ხარება ფიქრობს რომ მისი მოძალადე სპეცრაზმელები ჩაუშვეს - TVPirveli
უცხო ქვეყნის 45 მოქალაქე დააკავეს
პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის ღია წერილით მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics