|
2017-05-25 19:42:06, 1769 ნახვა
საზოგადოება
28 მაისს, მთაწმინდაზე თბილისის ავტო ფესტივალი გაიმართება
28 მაისს, 12:00 საათიდან 20:00 საათამდე, მთაწმინდაზე (მთაწმინდისა და კოჯრის გზატკეცილის კვეთის მიმდებარედ) თბილისის ავტო ფესტივალი გაიმართება. ფესტივალის მიზანია პოპულარიზაცია გაუწიოს TUNING-ს. ადგილზე წარმოდგენილი იქნება ქართული ავტო პროექტები (Tuning car-ები) რომელიც ბოლო ხანებში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. გამომდინარე იქიდან რომ ფესტივალი წელს ჩატარდება პირველად, ავტომობილთა რაოდენობა იქნება შეზღუდული. საგამოფენო ტერიტორია იქნება იზოლირებული. ტერიტორიაზე ავტომობილები დაიშვებიან მხოლოდ სპეციალური საშვებით და ფესტივალის სტიკერებით, რომელიც წელს ლიმიტირებულად იქნება წარმოდგენილი. მათთვის ვისაც სურს რომ ფესტივალზე წარმოდგენილი ავტომობილები დაათვალიეროს და მეტი გაიგოს Tuning-ის შესახებ, გამოყოფილი იქნება პარკირების ტერიტორია. დასწრება ნებისმიერი მსურველისთვის თავისუფალია. „ჩვენ ვცდილობთ თქვენთვის იდეალური კვირა დღე შევქმნათ ამიტომ ფესტივალზე ასევე შესაძლებელი იქნება, ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების, Barbecue, Hot-Dog_ისა და Sandwich-ების შეძენა“, - აცხადებენ ფესტივალის ორგანიზატორები. ფესტივალის პარტნიორები არიან: Company MIREI; Mini Club Georgia; Nissan March-Note Club Georgia; Xtreme OFF-Road Club Georgia; GODZILLA's GARAGE.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)