|
2017-05-25 18:10:54, 1739 ნახვა
საზოგადოება
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, „საქართველოს რკინიგზა“ ახალ შემადგენლობას ამატებს
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებით, გაზრდილი მგზავრთნაკადის დასაკმაყოფილებლად სს „საქართველოს რკინიგზა“ 26 მაისს ქ. თბილისიდან და 28 მაისს ქ. ბათუმიდან ამატებს ახალ შემადგენლობას (№851/852). კომპანია „შტადლერის“ ორსართულიანი ელექტრომატარებელი რეისებს შეასრულებს ახალი განრიგით. მატარებელი თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან 26 მაისს გავა 08:50, ბათუმში ჩავა 14:13, ხოლო 28 მაისს ბათუმიდან გამოვა 16:40 და თბილისში ჩამოვა 21:40. ბილეთები იყიდება, როგორც საქართველოს რკინიგზის საბილეთო სალაროებში, ასევე სწრაფი გადახდის აპარატებით და ინტერნეტის მეშვეობით. საქართველოს რკინიგზა გილოცავთ დამოუკებლობის დღეს და გისურვებთ ბედნიერ მგზავრობას!
(R)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)