21:10 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-25 15:20:29, 1869 ნახვა

პოლიტიკა
ჯეჯელავა: ჩვენთან უმაღლესი განათლების გადაჭარბებული პოპულარობაა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას შეფასებით, საქართველოში უმაღლესი განათლების გადაჭარბებული პოპულარობაა.

მისივე თქმით, გერმანიაში ბავშვების დაახლოებით 30% ამთავრებს 12 კლასს, რადგან ყველას არ აქვს საშუალება, 12 კლასი დაამთავროს.

გარდა ამისა, მინისტრის შეფასებით, ზოგს ამის მოტივაციაც არ აქვს:

„რას აკეთებენ დანარჩენები? დაახლოებით მე-9 კლასიდან მიდიან პროფესიული განათლების მიმართულებით. ჩვენთან უმაღლესი განათლების გადაჭარბებული პოპულარობაა. მიუხედავად იმისა, ახლაგაზრდა კარგად სწავლობს, ცუდად სწავლობს, ავლენს აკადემიურ უნარებს, არ ავლენს, მაინც ცდილობს, რომ სრული 12 კლასის ატესტატი მიიღოს და უმაღლესში გააგრძელოს სწავლა. ამ შემთხვევაში განსხვავება გერმანიასთან ის არის, რომ ბავშვები, რომლებიც იქ ვერ ჩააბარებდნენ ამ გამოცდას, აღარ გადიან მასზე და ირჩევენ ალტერნატივას. გრძელვადიან პერსპექტივაში, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენთან პროფესიული განათლების პოპულარობა იზრდება და ყოველ წელს მეტი ახალგაზრდა გადაწყვეტს, რომ მეტი ენერგია დაახარჯონ პრაქტიკულ უნარებს, რაც შრომით ბაზარზე გამოადგებათ. რაც უფრო მეტი მოსწავლე შეეცდება, რომ წავიდეს პრაქტიკული უნარების განვითარების მიმართულებით, მით ნაკლებად იქნება ეს პრობლემა. ჩვენ გვაქვს სისტემა, რომელიც უმუშევრებს თავიდანვე აგენერირებს",- განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics