03:16 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-25 14:36:50, 1985 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
დოლიძე მუსტაფა ჩაბუქის დაკავებაზე: საქართველოში პოლიტიკური ნიშნით უცხო ქვეყნის მოქალაქის დაკავება დასრულებულია

„პოლიტიკური ნიშნით ამ ქვეყანაში ნებისმიერი ქვეყნის,  მათ შორის  უცხო ქვეყნის მოქალაქის დაკავება დასრულებულია“,-ასე გამოეხმაურა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელწმიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე თბილისში არსებული დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მენეჯერის, თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუქის დაკავების ფაქტს.

მისივე შეფასებით, პოლიტიკის კრიმინალთან დაკავშირება არასწორია:

„გარდა იმისა, რასაც ჰქვია თურქეთთან სტრატეგიული თანამშრომლობა,  ჩვენი მეგობრობა, მათი მხარდაჭერა, თუნდაც ჩვენს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და ბოლო ვიზიტი პრემიერ-მინისტრ ილდირიმის, ალბათ, გახსოვთ, რამდენად სერიოზული ვიზიტი იყო და იმ  ეკონომიკური თანამშრომლობის ჯგუფებმა, რომლებმა იმუშავეს, რამდენად  სერიოზული ხელმოწერები იქნებოდა  დოკუმენტზე, თუ პრაქტიკული  გადაწყვეტილებები მიიღეს, მე  თურქეთთან დაკავშირებით სხვა რა უნდა გითხრათ. ნუ დავაკავშირებთ პოლიტიკას კრიმინალთან. თუკი კრიმინალთან გვაქვს საქმე, ბუნებრივია, საქართველო ვინც არ უნდა იყოს მასთან დაკავშირებით მიიღებს ზომებს, პოლიტიკური ნიშნით ამ ქვეყანაში ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქის  მათ შორის  უცხო ქვეყნის მოქალაქის დაკავება დასრულებულია“,-აღნიშნა დოლიძემ.

ცნობისთვის, თბილისში თურქეთის მოთხოვნით, დემირელის კოლეჯის თანამშრომელი მუსტაფა ემრე ჩაბუქი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულს  ტერორისტულ ორგანიზაცია „ფეტოსთან“ სავარაუდო  კავშირში ადანაშაულებენ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics