|
2017-05-22 21:41:33, 2009 ნახვა
პოლიტიკა
თურქეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოშია
თურქეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოში იმყოფება. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ოფიციალურ დელეგაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დახვდა. თურქეთის სამთავრობო ვიზიტის ფარგლებში 23 მაისს გაიმართება საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მე-2 სხდომა. „შეიძლება ითქვას, რომ ეს არის უპრეცენდენტოდ მაღალი დონის ვიზიტი, ასეთი შემადგენლობით. ეს არის სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატის მეორე შეხვედრა. როგორც მოგეხსენებათ პირველი შეხვედრა გაიმართა გასულ წელს ანკარაში. წელს კი ჩვენ გვაქვს პატივი ვუმასპინძლოთ თურქეთის მთავრობას ასეთი შემადგენლობით. ვიზიტი ასევე ემთხვევა საქართველოსა და თურქეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს. უნდა აღინიშნოს, რომ ამ წლების განმავლობაში საქართველომ და თურქეთმა ჩამოაყალიბეს ნამდვილად სამაგალითო ურთიერთობა. ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები, ვავითარებთ სტრატეგიულ პროექტებს, რომელიც არის მნიშვნელოვანი რეგიონისთვის, ხელს უწყობს რეგიონის განვითარებას, სტაბილურობას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თურქეთის ძალიან მტკიცე მხარდაჭერა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისადმი, ჩვენი ევროატლანტიკური მისწრაფებისადმი. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოწერება რამდენიმე შეთანხმებას სხვადასხვა სექტორში, რაც ხაზს უსვამს, რომ ჩვენი ურთიერთობები ვითარდება დინამიურად და ორი ქვეყანა ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ორმხრივ შეხვედრას გამართავს თურქ კოლეგასთან მევლუთ ჩავუშოღლუსთან, რომელიც თურქეთის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებთან ერთად ასევე ეწვევა თბილისს. საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს ფორმატი 2016 წელს ამოქმედდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობების სტრატეგიულ ხასიათს და მიზნად ისახავს მათ კიდევ უფრო გაღრმავებას სხვადასხვა მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს საქართველოსა და თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილე აღინიშნება.
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
ლევან ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებულმა სპეცრაზმელებმა ბრალი აღიარეს, მათ პატიმრობა შეუფარდეს
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)