|
2017-05-22 17:50:48, 793 ნახვა
რეგიონი
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის რაიონულ განყოფილებებს ავტომანქანები გადაეცა
აჭარის მთავრობის მხარდაჭერით სსიპ აჭარის ა/რ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ შეძენილ იქნა მაღალი გამავლობის 3 ავტომანქანა, რომლებიც განკუთვნილია მაღალმთიან აჭარაში, რთული კლიმატურ-გეოგრაფიული პირობების გათვალისწინებით, გადამდები დაავადებების ინფექციის წყაროს დროულად იდენტიფიცირებისათვის. მაღალი გამავლობის ავტომანქანები საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების განყოფილებებმა დღეს მიიღეს. ავტომანქანების გადაცემის პროცესს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში კობა ნაკაიძე ესწრებოდნენ. „რაიონული განყოფილებების ავტომანქანებით აღჭურვა უზრუნველყოფს მაღალმთიან აჭარაში ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო გარემოს ხელშეწყობას, იმუნო-პროფილაქტიკის განხორციელებას, დაავადებათა ადრეულ გამოვლენას, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ეპიდზედამხედველობის მხარდაჭერას“, - განაცხადა მინისტრმა ზაალ მიქლაძემ. როგორც სამინისტროში აცხადებენ, ცენტრის მუნიციპალური ერთეულებისათვის გამართული ტრანსპორტით უზრუნველყოფა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვთა ვაქცინოპროფილაქტიკის ხელშეწყობის, ცივი ჯაჭვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის, პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ექიმების ინსტრუქტაჟის, ცენტრის ადგილობრივი პროგრამების მიმდინარეობის კონტროლისა და გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა მიმართ ეპიდემილოგიურად უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებისათვის. უწყების ცნობით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რაიონული განყოფილებების ავტომანქანებით უზრუნველყოფა დასრულდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)