|
2017-05-22 17:10:08, 1597 ნახვა
საზოგადოება
წილკანში ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაეროს ეგიდით ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღე აღინიშა, რომლის მიზანიც ბიომრავალფეროვნების კუთხით ცოდნის ამაღლება და ცნობიერების გაზრდაა. საქართველო ტრადიციულად შეურთდა ამ დღის აღნიშვნას და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთწლოვანი კულტურების საკვლევ-სადემონსტრაციო წილკნის ბაზაზე, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბიოაგროწარმოების სამსახურის სპეციალისტებმა, ადგილობრივ ფერმერებს ბიომემცენარეობისა და ბიომეცხოველეობის თემაზე სემინარი ჩაუტარეს. შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა წილკნის ბაზაზე გაშენებული ბიონაკვეთები დაათვალიერეს და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მუშაობას გაეცნენ. სემინარს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, იური ნოზაძე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი, ლევან უჯმაჯურიძე, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ საქართველოში ბიომეურნეობის განვითარებაზე, სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობაზე, მათ როლსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს. „საქართველო არის ნიადაგური და კლიმატური პირობებით მრავალფეროვანი, რაც ხელს უწყობს ბიომრავალფეროვნებას. საქართველოში იწარმოება სოფლის მეურნეობის თითქმის ყველა პროდუქცია, ეს იქნება მარცვლეული, პარკოსანი, ბაღჩეული, თუ ხეხილოვანი კულტურა. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი მუშაობს ყველა მიმართულებით, იმისთვის, რომ აღადგინოს ქართული ენდემური ჯიშები“, - აღნიშნა იური ნოზაძემ. აღსანიშნავია, რომ ბიომრავალფეროვნების დღე 1993 წლიდან მთელს მსოფლიოში აღინიშნება. 2017 წელი, გაეროს მიერ, ბიომრავალფეროვნებისა და მდგრადი ტურიზმის წლად არის გამოცხადებდული. (NS)
ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი პუტინთან მოლაპარაკებებისთვის ემზადება
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)