|
2017-05-22 16:09:51, 2040 ნახვა
პოლიტიკა საზოგადოება
ვენეციის კომისიის მდივანი: თუ შეძლებთ კონსესუსის მიღწევას სხვადასხვა საკითხზე, ძალიან კარგი კონსტიტუცია იქნება
ვენეციის კომისიის მდივანის თომას მარკერტის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებები წინგადადგმული ნაბიჯია. როგორც მარკერტმა ბერლინში კონსტიტუციის პროექტის განხილვაზე განაცხადა, თუ მოხერხდება საზოგადოებაში კონსესუსის მიღწევა, საქართველო კარგ კონსტიტუციას მიიღებს. “საკონსტიტუციო ცვლილებები ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯია და თუ თქვენ შეძლებთ, საზოგადოებაში კონსესუსის მიღწევას სხვადასხვა საკითხზე, ვფიქრობ, იქნება ძალიან კარგი კონსტიტუცია,- აღნიშნა თომას მარკერტმა. მისივე თქმით, ვენეციის კომისია საკონსტიტუციო რეფორმის პროცესს პოზიტიურად აფასებს. "როგორც იცით, ვენეციის კომისია დასკვნას 16 ივნისს მოამზადებს. ჩვენ ძალიან პოზიტიური დამოკიდებულება გვაქვს მთლიანი პროცესის მიმართ. ვფიქრობთ, რომ ახალი კონსტიტუცია იქნება წინგადაგმული ნაბიჯი. მნიშვნელოვანია, რომ იყოს კონსესუსი საზოგადოებასა და პოლიტიკურ პარტიებს შორის, რათა ახალი კონსტიტუცია გრძელვადიანად მოქმედი იყოს“,- განაცხადა თომას მარკერტმა. რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევის წესსა და მანდატების განაწილების სისტემას, მარკერტმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, აღნიშნულ საკითხებზე კონსესუსი არსებობდეს. „ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხებზე კონსესუსი იქნას მიღწეული. უნდა აღვნიშნოთ, რომ მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნები პირდაპირი არჩევნების წესით ჩატარდება, რაც, ვფიქრობ, რომ კომპრომისისთვის მზაობას აჩვენებს. რაც შეეხება მანდატების გადანაწილებას, დისკუსია ისევ გრძელდება და ვფიქრობ, რომ უნდა გავითვალისწინოთ მოქმედი უმრავლესობის მზადყოფნა, რაც ძალიან პოზიტიური ნიშანია“, - განაცხადა თომას მარკერტმა.
ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი პუტინთან მოლაპარაკებებისთვის ემზადება
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)