|
2017-05-22 12:37:17, 2175 ნახვა
სამართალი საზოგადოება
ე.წ. ციანიდის საქმის ადვოკატები სასამართლო პროცესიდან მათი გაძევების შესახებ გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ
ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზ გიორგი მამალაძეს ადვოკატებმა საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. ადვოკატებმა - მიხეილ რამიშვილმა და გიორგი ფანცულაიამ 19 მაისს, მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ, რომლის თანახმადაც, ისინი სასამართლო პროცესიდან გააძევა. „როდესაც დეკანოზ გიორგი მამალაძის პროცესი დაიხურა, ამის შემდეგ, დეკანოზმა გამოთქვა პროტესტი და დატოვა სასამართლო დარბაზი, შემდეგ კი ჩვენ ადვოკატებს მოგვიწოდა, რომ დაგვეტოვებინა პროცესი. მოსამართლეს ავუხსენით პროცესის დატოვების მიზეზი. ამის შემდეგ 20 მაისს, ვგებულობთ, რომ ვიყავით გაძევებულები. ჩაგვბარდა განკარგულება გაძევების თაობაზე მე და მიხეილ რამიშვილს. ჩვენ ვითხოვთ, რომ განკარგულება ბათილად იქნეს ცნობილი, დავბრუნდეთ 30 მაისს სასამართლო სხდომაზე იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩვენ არ გვქონდა უფლება იქ გავჩერებულიყავით და ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ გვემოქმედა. რაც შეეხება მია ზოიძეს, არ ჩაბარებია დღემდე განკარგულება და ჩვენთვის გაუგებარია არის თუ არა ის გაძევებული სასამართლო პროცესიდან. ეკა ლომიძე რომელიც არის მეოთხე ადვოკატი და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ იმყოფებოდა, მას რა უფლებით შეუზღუდეს დაცვის უფლების განხორციელება. თუ ეკა ლომიძე არ არის ჩამოშორებული, რა უფლებით დაუნიშნეს სახაზინო ადვოკატი“,- განაცხადა გიორგი ფანცულაიამ. დააკმაყოფილებს თუ არა სააპელაციო სასამართლო ბრალდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატების სარჩელს, 3 დღეში გახდება ცნობილი. შეგანხსენებთ, რომ 19 მაისის საქალაქო სასამართლოში დეკანოზ გიორგი მამალაძის არსებითი განხილვების პირველი სხდომა გაიმართა. მოსამართლემ სხდომა დატოვა, რის შემდეგადაც დეკანოზმა პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა.
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)