14:12 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-22 11:23:10, 2487 ნახვა

მსოფლიო
ბრაზილიაში პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით დემონსტრაციები იმართება

ბრაზილიის სხვადასხვა ქალაქებში პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ასობით ათასი ადამიანი გამოვიდა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, დემონსტრაციები ქვეყნის მასშტაბით მას შემდეგ დაიწყო, რაც ინტერნეტ პორტალმა „გლობომ“ აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც პრეზიდენტი მიშელ თემერი, დეპუტატთა პალატის ყოფილი თავმჯდომარის დუმილის სანაცვლოდ, მისთვის 630 ათასი დოლარის ოდენობით ქრთამის გადახდის განკარგულებას გასცემს.

აღნიშნული ჩანაწერის გასაჯაროების შემდეგ, უზენაესმა სასამართლომ, პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების ნებართვა ერთ-ერთმა დეპუტატის მიმართვის საფუძველზე გასცა. თავად პრეზიდენტი ბრალდებას უარყოფს და პოსტის დატოვებაზე უარს აცხადებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
უკრაინულმა დრონებმა პირველად შეუტიეს ეკატერინბურგს, - ერთი დრონი ცენტრში მაღალსართულიან კორპუს მოხვდა
Georgian Airways: საწვავთან დაკავშირებული მდგომარეობა ნეგატიურად აისახა ავიაკომპანიაზე
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics