20:24 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-22 09:33:14, 2198 ნახვა

სამართალი
აუდიტის დასკვნა, რომელშიც ყოფილი მთავარი პროკურორი ფიგურირებს, დღეს გასაჯაროვდება

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა, რომელშიც ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ფიგურირებს, ორშაბათს გახდება ცნობილი.

როგორც გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ შაბათის კურიერის ეთერში განაცხადა, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის პროკურატურას გადაეგზავნება.

„ერთ-ერთი ეპიზოდი ვრცელ დასკვნაში ეხება მერიის მხრიდან აუქციონის მოწყობას, სადაც პირობად წერია,  რომ მიწა, რომელიც აუქციონზე გამოდის, უნდა გაერთიანდეს მომიჯნავე მიწის ნაკვეთთან. მომიჯნავე მიწის მფლობელი არის იურიდიული პირი, რომლის 100% წილის მფლობელი ოთარ ფარცხალაძეა. მე მაინტერესებს, აუდიტის სამსახურმა უნდა დაინახოს თუ არა ასეთ საკითხებში რისკები, უნდა მოიკვლიოს თუ არა დამატებითი მასალები,“ - განაცხადა ლაშა თორდიამ და დასძინა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დამოუკიდებლობის შენარჩუნება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

შეგახსენებთ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის  ლაშა თორდიას განცხადებით, მას ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე თავს დაესხა. თავდასხმა მოხდა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, რომელზეც აუდიტის სამსახური მოკვლევას აწარმოებდა. ლაშა თორდიას განმარტებით, საქმე 2016 წელს მიწების გადაცემის საკითხს ეხება და მასში ოთარ ფარცხალაძის გვარი ფიგურირებს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთიდან საქართველოში ამანათები 474%-ით გაიზარდა
ჟორჟოლიანი: რეფორმატორთა საბჭო „ნაციონალური მოძრაობისგან“ დამოუკიდებლად იმუშავებს
ანკარის სამიტის შემდეგ NATO-ს წევრმა სახელმწიფოებმა დეკლარაცია მიიღეს
აშშ-ის პრეზიდენტმა ანკარაში ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პუტინთან საუბარს აპირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics