08:58 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-21 14:56:28, 1503 ნახვა

საზოგადოება
"დელტა": სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის აქტიური მუშაობის შედეგად კახეთის რამდენიმე რაიონში მძლავრი ატმოსფერული პროცესები მნიშვნელოვნად შესუსტდა

სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ 20 მაისს კახეთის ექვს რაიონში 3714 კმ2  ფართობის მქონე ფრონტალურ სეტყვასაშიშ ღრუბლის მასებზე მოახდინა აქტიური ზემოქმედება, რისთვისაც 230  ერთეულამდე რაკეტა იქნა გასროლილი.

  სისტემის მართვის ცენტრის მიერ დღის 11:00 საათიდან კახეთის რეგიონში ჩრდილო-დასავლეთი მიმართულებიდან დიდი ფართობის მქონე ჩამოყალიბებული სეტყვასაშიში ფრონტალური ღრუბლის მასების შემოსვლა დაფიქსირდა. 

ღრუბელმა ეტაპობრივად მოიცვა ახმეტის, თელავის, გურჯაანის, ყვარელის, სიღნაღის და ლაგოდეხის რაიონები.

მეტეოროლოგიური რადიოლოკატორიდან მიღებული მონაცემების მიხედვით სეტყვის მოსვლის ალბათობა 100 % იყო, მოსალოდნელი მარცვლების ზომა კი 40-50 მმ. პროცესებს თან დაერთო ადგილობრივად შიდამასიური ღრუბლის მასების ფორმირებაც, რაც სეტყვასაშიში პროცესების დამატებით გაძლიერების წინაპირობაა.

12:04 საათზე და  18:08 სთ-დან  20:41 სთ-მდე 70 ერთეულ სეტყვასაშიში ღრუბლის კერაზე სარაკეტო დამუშავება ეტაპობრივად განხორციელდა. 

რაკეტების სროლები მნიშვნელოვანი შეზღუდვების პირობებში განხორციელდა, რადგან გაუარესებული ამინდის გამო საჰაერო სივრცე საფრენი აპარატებით იყო გადატვირთული, რაც რაკეტების დროულად გასროლას შემაფერხებელი ფაქტორია.

აქტიური ზემოქმედების შედეგად მოხერხდა რეგიონში შემოსული სეტყვასაშიში ნალექის არსებულ მასშტაბებში ლოკალიზება და მისი შემდგომი გაძლიერების თავიდან არიდება.

ნალექის მასა აღნიშნულ ექვს რაიონში წვიმის და ნაწილობრივ სეტყვის სახით ჩამოიცალა.

(NS)

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი პუტინთან მოლაპარაკებებისთვის ემზადება
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics