07:51 - 08 May, 2026
|
2017-05-20 15:49:05, 1720 ნახვა
საზოგადოება
უამინდობამ გორსა და წყალტუბოში პრობლემები შექმნა
გორის რაიონის სოფელ სობისში ძლიერმა ქარმა ათამდე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. არსებული ინფორმაციით, გადაუღებელი წვიმის გამო, წყალი რამდენიმე სახლში შევიდა. მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. გარდა ამისა, გორის რაიონის სოფელ ჯარიაშენსა და ვარიანში ძლიერი სეტყვაც იყო, რის შედეგადაც ნათესები დაზიანდა. სტიქია ასევე იმერეთს შეეხო. კერძოდ კი, ძლიერი წვიმის გამო, მდინარე რიონი ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა. მდინარის წყალმა წყალტუბოს რაიონის სოფელი ჟონეთი დატბორა. გადაუღებელი წვიმის გამო, დაიტბორა ეზოები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. ადგილზე სამაშველო სამსახურის ჯგუფები მუშაობენ.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)