19:19 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-20 10:57:15, 1938 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე ტორბიორნ იაგლანდს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ ესაუბრა

ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა  შეხვედრა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, ტორბიორნ იაგლანდთან გამართა. 

მინისტრმა გენერალურ მდივანს კონსოლიდირებული ანგარიშების - "ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში" პრაქტიკის გაგრძელებისთვის მადლობა გადაუხადა, რომელიც ინფორმაციას ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებაზე იძლევა.

მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოში კონფლიქტის საკითხზე ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის გადაწყვეტილებების  მნიშვნელობას. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ქვეყანაში მიღწეულ პროგრესს და იმ რეფორმებს, რომლებიც მიმართულია დემოკრატიის კონსოლიდირებისკენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი კვიპროსს 18-19 მაისს ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში ეწვია. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
ლევან ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებულმა სპეცრაზმელებმა ბრალი აღიარეს, მათ პატიმრობა შეუფარდეს
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics