07:52 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-19 17:08:19, 1521 ნახვა

საზოგადოება
პირველი რესპუბლიკის შესახებ ბერლინის არქივში დაცულ მასალებს ეროვნული არქივის თანამშრომლები სწავლობენ

იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის თანამშრომლები ბერლინის არქივში საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ დაცული მასალების მოსაძიებლად, შესასწავლად და მათი ელექტრონული ასლების საქართველოში ჩამოსატანად გერმანიაში იმყოფებიან.

საქართველოსა და გერმანიის არქივებს შორის თანამშრომლობის ფარგლებში გერმანული მხარე ბერლინის არქივში დაცული მასალის შესწავლაში ქართველ სპეციალისტებს - შორენა გულიაშვილსა და თინათინ ნერგაძეს მაქსიმალურ მხარდაჭერას უწევს.

პირველი რესპუბლიკის შესახებ საზღვარგარეთის ქვეყნების არქივებში მასალების მოძიება საქართველოს ეროვნულმა არქივმა რამდენი წლის წინათ დაიწყო. ქართულ მხარეს უკვე მოძიებული აქვს სომხეთის, აზერბაიჯანის, ბრიტანეთის, ფინეთის, იტალიის, ლიტვის, ნორვეგიის, რუმინეთისა და უკრაინის არქივებში დაცული მასალა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics