|
2015-04-15 10:10:59, 1461 ნახვა
სამხედრო
გენერალური შტაბის უფროსი ამერიკელ გენერალს შეხვდა
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ვიზიტს განაგრძობს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის მეთაურთან, არმიის გენერალ ჯონ კემპბელთან გამართა შეხვედრა. გენერალური შტაბის უფროსმა და ავღანური მისიის ხელმძღვანელმა "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში ქართველი სამხედროების წვლილზე ისაუბრეს. გენერალმა კემპბელმა ქართველი ჯარისკაცების მაღალ პროფესიონალიზმს გაუსვა ხაზი და საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისთვის თითოეულ ჯარისკაცს მადლობა გადაუხადა. "მტიცე მხარდაჭერის" მისიის შტაბ-ბინაში სტუმრობისას, საქართველოს გენერალური შტაბის უფროსმა III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ასეული მოინახულა და მეთაურისგან ქვედანაყოფის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია მოისმინა. მოგვიანებით, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე 31-ე ბატალიონის საცხოვრებელ და სამუშაო პირობებსაც გაეცნო.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)