18:35 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-19 16:29:09, 1726 ნახვა

სამართალი
შსს-სა და ლიტვის ეროვნულ პოლიციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბესიკ ამირანაშვილმა და ლიტვის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის უფროსმა, ლინას პერნავასმა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ლიტვის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის დეპარტამენტს შორის“ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნული დოკუმენტი ორ ქვეყანას შორის საპოლიციო სფეროში არსებული თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს. ურთიერთგაგების მემორანდუმი გულისხმობს გამოცდილების გაზიარებას დანაშაულის პრევენციის, კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლის და საპოლიციო განათლების მიმართულებით. ამ მიზნით, ჩატარდება ერთობლივი სემინარები და განხორციელდება სასწავლო ვიზიტები.

ლიტვის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის დელეგაციის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ლიტველი სამართალდამცველები შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონულ სამმართველოს ესტუმრნენ. შეხვედრაზე მხარეებმა კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლის და დანაშაულის პრევენციის შესაძლებლობები განიხილეს და ამ მიმართულებით ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს.

დელეგაციის წევრები ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის საპილოტე პროგრამის მუშაობით დაინტერესდნენ და პროგრამის ფარგლებში დანერგილ ტექნოლოგიურ სიახლეებს, მათ შორის, ინციდენტთა აღრიცხვის საინფორმაციო სისტემას, ასევე, გორის რაიონული სამმართველოს ანალიტიკოსების მიერ შექმნილ რამდენიმე ახალ პროექტს გაეცნენ.

ლიტვის ეროვნული პოლიციის დელეგაციის ვიზიტი საქართველოს შს სამინისტროში პროგრამის - „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პოლიციის სფეროში თანამშრომლობა“ - ფარგლებში განხორციელდა. პროექტის მიზანია ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის საპოლიციო საკითხებში ურთიერთობების გაღრმავება და გამოცდილების გაზიარება.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics