|
2017-05-18 14:46:03, 785 ნახვა
რეგიონი
ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის მორიგი ე.წ. შეთანხმება გაფორმდა
სოჭში, ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო შს სამინისტროსა და რუსეთის ფედერაციას სამინისტროს შორის ორგანოების ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის ფორმირების შესახებ ე.წ. შეთანხმებას ხელი მოეწერა, - ამის შესახებ "სპუტნიკ-აბხაზია" იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, "შეთანხმებას" ოკუპირებული აფხაზეთის მხრიდან დე-ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრმა ასლან კობახიამ მოაწერა, ხოლო რუსეთის მხრიდან შს მინისტრის მოადგილე იგორ ზუბოვმა. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ე.წ. ცენტრის მიზანი ორგანიზებულ დანაშაულთან ერთობლივი ბრძოლაა. "ცენტრის სტრუქტურა და საშტატო განრიგი აფხაზეთის შს სამინისტროს მიერ მტკიცდება. ცენტრი 20 ერთეულად იქნება წარმოდგენილი", - ნათქვამია ე.წ. უწყების განცხადებაში. "ცენტრის" მოვალეობაში შევა ოკუპირებული აფხაზეთის და რუსეთის სამართალდამცავ ორგანოებს შორის ინფორმაცია გაცვალოს, ოპერატიული და კრიმინალისტური ღონისძიებები ჩაატაროს და ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფებზე მონაცემთა ბაზა შექმნას.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)