18:48 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-18 12:59:06, 606 ნახვა

რეგიონი
ჰერბელტ ზალბერი გალში, დახურულ ე.წ. საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე იმყოფებოდა

ჟენევის დისკუსიის მონაწილეებმა გუშინ 3 დახურული ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტი მოინახულეს, - ამის შესახებ "სპუტნიკი" იუწყება.

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ განაცხადა, რომ ეს ტრადიციული ვიზიტია, რომელიც ჟენევის მორიგ რაუნდამდე იმართება.

ჟენევის დისკუსიების წინა რაუნდზე აქტიურად იდგა გამშვები პუნქტების დახურვის საკითხი. ქართულმა მხარემ ეს წარმოაჩინა, როგორც გალის რაიონის მცხოვრებლებისთვის კატასტროფა. დიდი ძალისხმევის შედეგად, მოგვიწია ახსნა, რომ არავითარ ჰუმანიტარულ კატასტროფას ადგილი არ აქვს. იქვე შევთავაზეთ თანათავმჯდომარეებს თვითონ ენახათ, თუ რას წარმოადგენს ეს გამშვები პუნქტები. ჩვენ ვხედავთ, რომ მათი პოზიცია შეიცვალა, მათ დაინახეს, რომ გამშვები პუნქტები არ შეესაბამება არანაირ სტანდარტს, მოწყობილი არ არის და გადაკვეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს. დღეს, როდესაც საზრვარზე გადავიდნენ, დარწმუნდნენ იმაში, რომ ხალხი სწრაფად, თავისუფალ რეჟიმში გადადის", - აღნიშნა დე-ფაქტო მინისტრმა.

ამასთან, ევროკავშირის წარმომადგენლები, რომლებიც ჟენევის დისკუსიებში არიან ჩართული, მიიჩნევენ, რომ "ასეთი პუნქტების მონახულება ძალიან მნიშნვლევანია".

„ჩვენ გვსურდა ადგილზე გვენახა თუ როგორი ვითარებაა. ხშირად ვსაუბრობდით დახურულ გამშვებ პუნქტებზე და როდესაც შემოგვთავაზეს ადგილზე გვენახა ვითარება, დავთანხმდით. საიდუმლო არ არის, რომ ჟენევის დისკუსიების მონაწილეებს შორის სხვადასხვა მოსაზრებებია იმის თაობაზე, საკმარისი არის თუ არა ერთი გამშვები პუნქტი. ჩვენ დავინახეთ აქ რა ხდება. დისკუსიები გაგრძელდება“, - განაცხადა ჰერბერტ ზალბერმა.

ცნობისთვის, ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდი მიმდინარე წლის ივნისშია დაგეგმილი. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics