16:29 - 07 Jun, 2026
|
2017-05-18 11:35:50, 678 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ქეთევან გოგიჩაიშვილს 100 წლის იუბილე მიულოცა
ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქეთევან გოგიჩაიშვილს დღეს 100 წელი შეუსრულდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უხუცესი ქალბატონი 1917 წლის 17 მაისს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესაში დაიბადა. ქალბატონ ქეთევანს 100 წლის იუბილე აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ მიულოცა და სამინისტროს პროგრამის ფარგლებში 1000 ლარი გადასცა. პროფესიით ბუღალტერი ქობულეთის სოფლის კოოპერატივში მთავარ ბუღალტრად პენსიაში გასვლამდე მუშაობდა. არის 3 შვილის დედა, 4 შვილიშვილისა და 6 თვილთაშვილის ბებია. ამჟამად, აჭარაში 100 წელს გადაცილებული 30 მოქალაქე ცხოვრობს. 5 უხუცესს 100 წელი მიმდინარე წლის განმავლობაში შეუსრულდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)