05:39 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-16 17:50:07, 1553 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ პატარაძემ ბათუმის მერიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ქალაქ ბათუმის მერთან, გიორგი ერმაკოვთან და მერიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. 

შეხვედრას ასევე ესწრებოდა აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსი არჩილ ჩიქოვანი და მთავრობის აპარატის უფროსი გოჩა ჯაში. 

შეხვედრის მიზანი იყო ტურისტული სეზონის წინ მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ ინფრომაციის მიღება და პრობლემური საკითხების განხილვა.

ზურაბ პატარაძის თქმით, მოახლოებულია ტურისტული სეზონი და საჭიროა მაქსიმალური ძალისხმევის მიმართვა საგზაო ინფრასტრუქტურისმოწესრიგებისაკენ. 

„რა თქმა უნდა ჭაობის დასახლებაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს აქვთ ვადები, რომლებიც მომავალ სეზონამდე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებას არ ითვალისწინებს, თუმცა ჩვენი მიზანი უნდა იყოს, მაქსიმალურად ვეცადოთ ტურისტული სეზონის დაწყებამდე მიმდინარე სამუშაოებს მიეცეს ესთეტიური და მოწესრიგებული იერ-სახე, განსაკუთრებით ქალაქისათვის იმ არტერიული დატვირთვის ქუჩებზე, სადაც ტრანსპორტის გადაადგილება ინტენსიურია" - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

ქალაქის მერმა გიორგი ერმაკოვმა მთავრობის თავმჯდომარეს საკანალიზაციო-სანიაღვრე სისტემების მოწყობისა და გზების რეაბილიტაციისგეგმა გააცნო. მისი თქმით, პუშკინის და თავდადებულის ქუჩებზე დარჩენილია მცირე მონაკვეთი, მოკლე ვადებში დასრულდება ასევე ლერმონტოვისა და ბაგრატიონის ქუჩების კვეთაში მიმდინარე საკანალიზაციო-სანიაღვრე სამუშაოები.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო, ასევე ადგილობრივი მნიშვნელობის გზების კეთილმოწყობას და განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სამუშაოების ინტენსიურ რეჟიმზე გადასვლასთან ერთად, განსაკუთრებული ყურადღება ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხზეც გაამახვილა. მისი თქმით, მსგავსი სამუშაო შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics