03:56 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-16 12:19:20, 2274 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი ჩინეთის ვიცე-პრემიერს შეხვდება

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ანჰოის პროვინციას ეწვევა და ორმხრივ შეხვედრას  ჩინეთის ვიცე-პრემიერთან ვანგ იანგთან გამართავს.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ამასთან ერთად, ანჰოის პროვინციის ქ. ჰეფეიში მონაწილეობას მიიღებს „ექსპო ცენტრალური ჩინეთი 2017" - ის ოფიციალურ გახსნაში და მოხსენებას გააკეთებს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ.

დიმიტრი ქუმსიშვილს ექნება მაღალი დონის შეხვედრები ანჰოის პროვინციის ხელმძღვანელ პირებთან.

ანჰოის პროვინციაში ვიზიტისას, პირველი ვიცე-პრემიერი რამდენიმე მსხვილ საწარმოს ეწვევა.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics