17:30 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-15 17:00:16, 1789 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი სლოვაკეთის პრემიერმინისტრ რობერტ ფიცოს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სლოვაკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სლოვაკეთის პრემიერმინისტრ რობერტ ფიცოს სამუშაო სადილზე შეხვდა.

მხარეებმა საქართველო - სლოვაკეთს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე ისაუბრეს.

საქართველოს პრეზიდენტმა სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უწყვეტი მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. 

გიორგი მარგველაშვილმა რეგიონული ურთიერთობების განვითარების ჭრილში შეხვედრისას შავი ზღვის რეგიონსა და ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნებს შორის რეგიონული თანამშრომლობის გაფართოების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ასევე, აღნიშნა, რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფორმატში ურთიერთობებს და მიმდინარე წელს დაგეგმილ სამიტს, რომელიც ურთიერთობების შემდგომ პროგრესულ განვითარებაზე იმუშავებს.

მხარეებმა ის შესაძლებლობები განიხილეს, რომელიც ორივე ქვეყანას აქვს ტურიზმის განვითარების სფეროში.
გამოითქვა მოსაზრება, რომ ორმხრივ ურთიერთობებს პირდაპირი ავიარეისების არსებობა დამატებით სტიმულს შესძენს.

აღინიშნა, რომ ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია სამხრეთ ენერგეტიკული დერეფნის პროგრამა, ასევე TEN-T-ის ძირითადი ქსელის პროექტები.

შეხვედრაში საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის წევრები, სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, პარლამენტარები - მამუკა ჩიქოვანი, რომან გოცირიძე და ადა მარშანია მონაწილეობდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინმა მოსკოვის გარშემო კიდევ ერთი საჰაერო თავდაცვის რგოლის აშენება გადაწყვიტა
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics