17:34 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-15 16:54:25, 1793 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის რეზიდენციაში საზეიმო მიღებას დაესწრო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის რეზიდენციაში საზეიმო მიღებას დაესწრო, რომელიც საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის განვითარების სფეროში თანამშრომლობის 25 წლისთავთან და საქართველოში გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური მინისტრისგერდ მიულერის ვიზიტთან დაკავშირებით გაიმართა.

განვითარების სფეროში თანამშრომლობა ქართულ-გერმანული ორმხრივი ურთიერთობების ერთ-ერთი ძირითადი ქვაკუთხედია.

1992 წლიდან მოყოლებული, გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ, ფინანსური და ტექნიკური დახმარების ფარგლებში, საქართველოს 800 მილიონ ევროზე მეტი გამოუყო, რითაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს დემოკრატიული და სოციალ-ეკონომიკური ტრანსფორმაციის პროცესში. 

თბილისში ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურმა მინისტრმა გერდ მიულერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან, ვიცე-პრემიერთან, განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან ალექსანდრე ჯეჯელავასთან შეხვედრები გამართა, რომლებთანაც შემდგომი თანამშრომლობის კონკრეტული საკითხები განიხილა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინმა მოსკოვის გარშემო კიდევ ერთი საჰაერო თავდაცვის რგოლის აშენება გადაწყვიტა
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics