|
2017-05-15 16:44:12, 2092 ნახვა
ეკონომიკა
პაშა ბანკი შეუერთდა პროექტს „აღადგინე“
პაშა ბანკი შეუერთდა პროექტს „აღადგინე”, რომლის მიზანია ბორჯომის ხეობის ნახანძრალი ტერიტორიის (250–მდე ჰექტარი) სრული რეაბილიტაცია: გაწმენდა, შემოღობვა, 750 000 ხის ნერგის დარგვა და მოვლა მომავალი 5 წლის მანძილზე. პროექტი აერთიანებს როგორც ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ კერძო პირებს. აღნიშნულ ინიციატივაში უკვე არაერთი კომპანიაა ჩართული და პაშა ბანკი ერთ-ერთი პირველია, რომელმაც დააფინანსა 500 ხის დარგვა დაზიანებულ ტერიტორიაზე. „2016 წელს გადავწყვიტეთ, რომ 2017-ში პაშა ბანკი აქტიურად ჩაერთვებოდა „მწვანე პროექტებში“ და უკვე არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით ამ მიმართულებით. ამათგან პირველი იყო საახალწლოდ ჩვენი პარტნიორებისთვის სიმბოლურად 2017 ძირი ქართული ფიჭვის დარგვა ბორჯომის ტყის სარეაბილიტაციოდ. აღნიშნული კამპანია ორმაგად მნიშვნელოვანია როგორც დაზიანებული ტერიტორიის აღდგენის კუთხით, ასევე ამ პრობლემის ცნობადობის ამაღლების კუთხითაც. ვიმედოვნებთ, რომ კერძო სექტორის წარმომადგენლები აქტიურად ჩაერთვებიან ამ წამოწყებაში.“ - განაცხადა პაშა ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა ანანო ქორქიამ. "ჩვენი მიზანია, ინოვაციური და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებებით ჩავრთოთ კერძო პირები და ბიზნეს სექტორი ბორჯომის ხანძრით დაზიანებული ტერიტორიის სრულად აღდგენაში. გვიხარია, რომ პაშა ბანკი ერთ-ერთი პირველი შემოუერთდა კამპანიას და აქტიურად ახორციელებს CSR ღონისძიებებს." - ბაჩო ხაჩიძე, სტარტაპ თრიფექსის თანა-დამფუძნებელი. კამპანიას „აღადგინე“ ახორციელებენ ბიზნეს ინფორმაციის პორტალი „ბია“, სტარტაპი “თრიფექსი” და ეროვნული სატყეო სააგენტო.
(R)
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)