03:52 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-15 14:49:18, 1637 ნახვა

საზოგადოება
ომბუდსმენის აპარატი ლაშა თორდიაზე თავდასხმის ფაქტის შესწავლას იწყებს

სახალხო დამცველის აპარატი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსზე ლაშა თორდიაზე თავდასხმის ფაქტის შესწავლას იწყებს.

როგორც ნანუაშვილმა აღნიშნა, საქმის გამოძიება საგამოძიებო უწყებებისთვის ერთგვარი ტესტი იქნება.

"ჩვენ დავაკვირდებით გამოძიების მიმდინარეობას. იმედი მაქვს, საგამოძიებო ორგანოები ამჯერად მაინც მოახდენენ ადეკვატურ რეაგირებას და დროულად გამოიძიებენ ამ საქმეს, მით უფრო, როდესაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს. ბოლო პერიოდში საკმაოდ დაგროვდა მსგავსი თავდასხმების გამოუძიებელი საქმეები კონკრეტულ თანამდებობის პირებსა თუ პოლიტიკურ ფიგურების მიმართ", - განაცხადა ომბუდსმენმა.

უჩა ნანუაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში საქმესთან დაკავშირებით არაერთი ახალი დეტალი გახდება ცნობილი და ფაქტთან დაკავშირებული ყველა პირი დაიკითხება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics