|
2015-04-14 13:23:43, 1442 ნახვა
სამხედრო
გჟეგოჟ სხეტინა: პოლონეთის თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდა საქართველოსთვის შეიძლება კარგი მაგალითი იყოს
"პოლონეთის მიერ თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდა, საქართველოსთვის შეიძლება კარგი მაგალითი იყოს",-ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გჟეგოჟ სხეტინამ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმადაც: "უკრაინაში რუსეთის ქმედებების გამო პოლონეთმა 2015 წლის თავდაცვის ბიუჯეტი უპრეცენდენტოდ გაზარდა და გეგმავს მკვეთრად გაზარდოს საჰაერო თავდაცვითი სისტემების რაოდეონობა. ამავე ნაბიჯებს დგამენ ლატვიასა და რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებში. როგორ უნდა უპასუხოს ამ გამოწვევებს საქართველომ, მოითხოვოს და შეისყიდოს საჰაეროს თავდაცვითი შეიარაღება, თუ დასავლეთის პოლიტიკური მხარდაჭერის იმედზე იყოს?" "თავდაცვის მინისტრის მრჩევლად ნამდვილად ვერ გამოვდგები, მაგრამ დონბასში ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ ვითარდება რუსეთის აგრესია, სწორედ ჩვენი სამხედრო აღჭურვილობის მძიმე არმიის მოდერნიზაცია არის პროცესი, რომელიც გრძელდება. ჩვენი მაგალითი საქათველოსთვის, შეიძლება კარგი მაგალითია შემდეგი წლის თავდაცვის ბიუჯეტისთვის",-განაცხადა გჟეგოჟ სხეტინამ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)