|
2017-05-13 14:30:55, 1748 ნახვა
პოლიტიკა
ვიქტორ დოლიძემ ესტონეთში ლენარტ მერის კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
13 მაისს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ესტონეთში ლენარტ მერის კონფერენციის ფარგლებში გამართულ დისკუსიაში თემაზე "აღმოსავლეთ პარტნიორების უსაფრთხოება" მონაწილეობა მიიღო. შეხვედრაზე განიხილეს აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი, ესტონეთის, როგორც ევროკავშირის პრეზიდენტობისა და ნატოსა და ევროკავშირის როლი რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. სახელმწიფო მინისტრმა ესტონურ მხარეს, მსგავსი კონფერენციისა და ასოცირების შესახებ და მისივე შემადგენელი ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში ექსპერტულ დონეზე და გამოცდილების გაზიარების მხრივ გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ესტონეთი არის საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორი ყველა შესაბამის სფეროში. ვიქტორ დოლიძემ, ასევე, ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე-ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობის მნიშვნელოვან ასპექტებზე: სტრატეგიული კომუნიკაციის, პარტნიორებთან შავი ზღვის რეგიონისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში თანამშრომლობის საკითხებზე. სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება გაამახვილა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატზე, როგორც პარტნიორობის უნიკალურ მექანიზმზე, რომელსაც გააჩნია ტრანსფორმაციის პოტენციალი. სახელმწიფო მინისტრმა ვრცლად ისაუბრა საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე, რომელიც საქართველოს უფრო აახლოვებს ევროპულ სტანდარტებთან. ამ კუთხით მან ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე, აგრეთვე, აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტისთვის მზადებასა და მოლოდინებზე და საქართველოსთვის კიდევ უფრო მეტი პროგრამებისა და ინსტრუმენტების გამოყოფის მნიშვნელობაზე ისაუბრა. გამოსვლაში ვიქტორ დოლიძემ საქართველო-ნატოს შორის არსებულ დინამიურ თანამშრომლობას ხაზი გაუსვა და ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მიღწეულ პროგრესზე. სახელმწიფო მინისტრმა საქართველოში და ზოგადად რეგიონში უსაფართხოების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე და გამოწვევებზე საუბრისას განიხილა რუსეთის მიერ წარმოებული მზარდი ანტი-დასავლური პროპაგანდა, პროპაგანდასთან ბრძოლაში სტრატეგიული კომუნიკაციის გაუმჯობესების გზებზე ისაუბრა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის კოორდინაციით მიმდინარე საინფორმაციო კამპანიებზე გაამახვილა ყურადღება. ესტონეთში ლენარტ მერის მაღალი დონის კონფერენცია ყოველწლიურად იმართება, სადაც საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებს განიხილავენ. (NS)
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)