16:40 - 09 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-12 16:02:25, 1944 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
„საქართველოს არაფერი დააკლდება, 30-ით ნაკლები დეპუტატი თუ იქნება, იმ დარბაზში ისედაც ბევრი მთვლემარე ზის“

საქართველოს არაფერი არ დააკლდება, 30-ით ნაკლები დეპუტატი თუ იქნება, იმ დარბაზში ისედაც ბევრი მთვლემარე დეპუტატი ზის, - ამის შესახებ "პატრიოტთა ალინსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა, თელავში საკონსტიტუციო პროექტის საერთო-სახალხო გამოსვლაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„რეალობა წარმოიდგინეთ და ვთქვათ, არჩევნებში პირველ ადგილზე გასული პარტია 23 პროცენტს იღებს, ხოლო ბარიერგადალახულმა 2-3 პარტიამ 24 პროცენტი მიიღეს. გამოდის, რომ  პირველ ადგილზე გასული პარტია ისე, რომ მათ მოსახლეობის მეოთხედიც არ უჭერს მხარს, ანუ, 4 კაცში ერთი კაციც რომ არ უჭერს მხარს, მთლიანად გადაუნაწილებელ მანდატებს იღებს. 

ამ მოცემულობის თანახმად, ოპოზიციამ 24 პროცენტი რომ აიღოს, სახელისუფლებო ძალამ 24 პროცენტი, გადასანაწილებელი 53 პროცენტი დარჩება და გამარჯვებული პარტია მთლიანად 53 პროცენტს აიღებს, რასაც დემოკრატიულ გადანაწილებას უწოდებენ და ხელში საკონსტიტუციო უმრავლესობას ისე იკავებენ, რომ სინამდვილეში ერთი კაციც არ უჭერთ მხარს. საქმე პროცენტებში კი არ არის, სიმართლეშია. 

გადასანაწილებელი ხმები დარჩა? - ამ ხმებს ნურავინ ნუ აიღებს, პარლამენტის წევრთა რაოდენობა ცვალებადი იყოს, 150 წევრი ნუ იქნება, 120 დეპუტატი იყოს და საქართველოს არაფერი არ დააკლდება, 30-ით ნაკლები დეპუტატი თუ იქნება. იმ დარბაზში ისედაც ბევრი მთვლემარე დეპუტატი ზის“, - განაცხადა ინაშვილმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული 8 პირი საპროცესოს გაფორმების შემდეგ დარბაზიდან გაათავისუფლეს
სუს: ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
ლევან ხაბეიშვილი საპატიმროდან წერილს აქვეყნებს
გალტ & თაგარტმა საქართველოს, იმერეთისა და სამეგრელოს ეკონომიკურ ტენდენციებზე ქუთაისში კონფერენცია გამართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics