02:58 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-12 11:42:35, 1564 ნახვა

საზოგადოება
სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით საბავშვო ბაღების კვების ბლოკებს ამოწმებს

სურსათის ეროვნული სააგენტო სკოლამდელი დაწესებულებების კვების ბლოკებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, შემოწმების პროცესი  სახელმწიფო და კერძო საბავშვო ბაღებში მიმდინარეობს,  სადაც სააგენტოს სპეციალისტები კვების ბლოკებში არსებულ სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობას, სურსათის შენახვის პირობებს, რეალიზაციის ვადებს, ტემპერატურულ რეჟიმს და მომსახურე პერსონალის ჰიგიენას ამოწმებენ. 

„სკოლამდელი დაწესებულებების კვების ბლოკებში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტების კონტროლი სურსათის ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტია. შემოწმების პროცესი მუდმივად მიმდინარეობს. გაცემული რეკომენდაციების შედეგად საბავშვო ბაღების კვების ბლოკებში ჩატარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები და მდგომარეობა გაუჯობესდა. მიმდინარე წელს კრიტიკული შეუსაბამობა არცერთი საბავშვო ბაღის კვების ბლოკში არ გამოვლენილა. სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს კონტროლს, რომლის შედეგების შესახებ პერიოდულად ეცნობება საზოგადოებას“, - განაცხადა თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ვასილ ბასილაძემ. 

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,  მიმდინარე წელს საბავშვო ბაღებში 705 შემოწმება ჩატარდა(მათ შორის 253 თბილისში).

მიკვლევადობის და ეტიკეტირების წესის დარღვევების გამო სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 8 საბავშვო ბაღის კვების ბლოკი დააჯარიმა. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics