00:12 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-11 18:02:08, 615 ნახვა

რეგიონი
რუსმა ოკუპანტებმა, გორში ე.წ. საზღვრის უკანო კვეთის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

ე.წ. მესაზღვრებმა 9 მაისს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის მკვიდრი კობა ხუბალაშვილი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია „სპუტნიკ-ოსეტია“ ავრცელებს.

მედიასაშუალების იმფორმაციით, რუსმა სამხედროებმა საქართველოს მოქალაქე ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.

როგორც „სპუტნიკი“ წერს, ე.წ. მესაზღვრეების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეს არანაირი საბუთი არ გააჩნდა. აღსანიშნავია, რომ ეს ინფორმაცია მედიაში მხოლოდ დღეს გავრცელდა.

„ექსპრესნიუსის“ დეტალების გასარკვევად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა.

უწყებაში დაკავების ფაქტს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ აღნიშნული პირის გასათავისუფლებლად მუშაობა მიმდინარეობს.

"აღნიშნული პირი დაკავებულია ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით. ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და საერთაშორისო ორგანიზაციები. აღნიშნული პირის გასათავისუფლებლად მიმდინაროებს მუშოაბა", - აცხადებენ სუს-ში. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics