23:07 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-11 14:48:56, 2553 ნახვა

სამართალი საზოგადოება
შს მინისტრის მოადგილე: ლუჟკოვი სპეციალურ სიაში იქნება შეყვანილი და საქართველოში ვეღარ შემოვა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის ინფორმაციით, მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი საქართველოში ვეღარ ჩამოვა.

როგორც ხუციშვილმა აღნიშნა, ლუჟკოვს ე.წ. შავ სიაში იქნება შეყვანილი.

"არსებობს სპეციალური სია, სადაც შეყვანილი არიან ასეთი ადამიანები. შეიძლება, ლუჟკოვი თავის დროზე ამ სიაში შეტანილი არ იყო. მას ამ სიაში შევიტანთ და საქართველოში ვეღარ შემოვა", - განაცხადა ხუციშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი საქართველოში იმყოფებოდა. ლუჟკოვის სტუმრობა საზოგადოების ნაწილმა მწვავედ გააკრიტიკა, რადგან მან ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ვიზიტებით, ოკუპაციის შესახებ კანონი არაერთხელ დაარღვია.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics