21:05 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-11 11:16:46, 2453 ნახვა

მსოფლიო
Fox News-მა FBI-ის დირექტორის პოსტზე წარსადგენი სავარაუდო კანდიდატები დაასახელა

ამერიკულმა ტელეკომპანიამ Fox News-მა გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის ვაკანტურ პოსტზე წარსადგენი სავარაუდო კანდიდატების სია გამოაქვეყნა.

Fox News-ის ინფორმაციით, საგამოძიებო ბიუროს დირექტორის პოსტზე განიხილებიან: აშშ-ის გენერალური პროკურორის მოადგილე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში კენეტ ვაინშტეინი, ტრანსპორტზე უსაფრთხოების სამმართველოს ყოფილი ხელმძღვანელი ჯონ პისტოლი, ნიუ-იორკის პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი რეიმონდ კელი, ნიუ-ჯერსის შტატის გუბერნატორი კრის კრისტი და სამხრეთ კაროლინას შტატის კონგრესმენი ტრეი გოუდი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი ჯეიმს კომეი ტანამდებობიდან გაათავისუფლეა. როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, გათავისუფლების მიზეზი, კომის მიერ ბიუროს არაეფექტური მართვაა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის მთავრობა დაითხოვა
გეგელია - იმ ფონზე, როცა უკრაინა და მოლდოვა წინ მიდიან, საქართველო არის სრულ ჩიხში და იზოლაციაში
ჩინეთმა რუსეთთან ახალი გაზსადენი „სიბირის ძალა 2“-ის შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics