01:16 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-10 17:19:20, 1582 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტროში მეფუტკრე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი მეფუტკრე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმომადგენლებს შეხვდა. 

სოფლის მეურნეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით,შეხვედრაზე მეფუტკრეობის დარგში მიღწეულ შედეგებზე ისაუბრეს.  

მათივე ინფორმაციით, ასევე ყურადღება   გამახვილდა დარგში არსებულ გამოწვევებზე და მათი დაძლევის გზებზე.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა  მეფუტკრე კოოპერატივების წევრებს  სამომავლო პროექტები გააცნო და მათთან ერთად თაფლის გადამამუშავებელი საწარმოს შექმნის იდეა განიხილა.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმომადგენლებმა  იდეა დადებითად შეაფასეს და  აღნიშნეს,  რომ თანამედროვე სტანდარტების თაფლის გადამამუშავებელი საწარმოს შექმნა საქართველოში მეფუტკრეობის კოოპერატივების განვითარებას  მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics