21:04 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-10 16:53:08, 2593 ნახვა

საზოგადოება მსოფლიო
საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარების გამო, ნაურუ აშშ-ის დახმარებას ვეღარ მიიღებს

საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარების გამო, ნაურუ ამერიკის შეერთებული შტატებისგან ფინანსურ დახმარებას ვეღარ მიიღებს, - ამის შესახებ RNZ იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილი აქტის თანახმად, აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი საქართველოს ტერიტორიებია, რომელიც რუსეთის ფედერაციის მიერაა ოკუპირბეული. 

ნაური ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებს. 

შეგახსენებთ, რომ ​2017 წლის აშშ-ის ბიუჯეტის კანონში (2017 წლის აშშ-ის კონსოლიდირებული ასიგნებების აქტი - Consolidated Appropriations Act, 2017) საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ ჩანაწერი პირველად გაკეთდა. 2017 წლის ბიუჯეტის კანონი აშშ-ის კონგრესმა 5 მაისს დაამტკიცა, ხოლო დოკუმენტი ძალაში, აშშ-ის პრეზიდენტის ხელმოწერის შედეგად, 6 მაისს შევიდა. ტრამპის მიერ ხელმოწერილი აქტის თანახმად, მხარდაჭერა უწყდება ქვეყნებს, რომლებიც ორ ოკუპირებულ რეგიონს აღიარებს და ასევე, მასში საუბარია, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებში ამერიკის წარმომადგენლებს ეკრძალებათ იმ პროგრამების მხარდაჭერა, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობას არღვევს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის მთავრობა დაითხოვა
გეგელია - იმ ფონზე, როცა უკრაინა და მოლდოვა წინ მიდიან, საქართველო არის სრულ ჩიხში და იზოლაციაში
ჩინეთმა რუსეთთან ახალი გაზსადენი „სიბირის ძალა 2“-ის შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics