|
2017-05-10 14:00:01, 1754 ნახვა
პოლიტიკა
კახიძე: ზეპარტიული პრეზიდენტის ნაცვლად, პოლიტიკური პარტიების მიერ არჩეულ პრეზიდენტს მივიღებთ
„ზეპარტიული პრეზიდენტის ნაცვლად, პოლიტიკური პარტიების მიერ არჩეულ პრეზიდენტს მივიღებთ, რომელიც ხელისუფლების ერთ-ერთი გაგრძელება იქნება“, - ამის შესახებ „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე განაცხადა. დეპუტატის თქმით, რომელი პოლიტიკური პარტიაც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, წარმოდგენილი კონსტიტუცია "ძალიან ცუდი იქნება". „თუ კი აიკრძალება საარჩევნო ბლოკის შექმნა, ანუ პარტიები ვეღარ მოახერხებენ კოალიციაში გაერთიანებას, რაც 2012 წელს „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა ხელისუფლებაში მოსასვლელად, მაგრამ მათ ხელისუფლების შენარჩუნებაზე ფიქრი როდესაც დაიწყეს მიხვდნენ, რომ ეს კოალიცია შეიძება მათი ხელისუფლებისთვის იყოს საფრთხის შემცველი და ამიტომ ახლა უნდათ, რომ ბლოკები აღარ იყოს. ხვდებით, რომ აშკარად ეს ცვლილებები არ არის გამიზნული ჩვენი მოქალაქეების უკეთესი ცხოვრებისთვის, არ არის გამიზნული იქითკენ, რომ ჩვენი კონსტიტუცია გახდეს უფრო სამართლიანი და ჩვენი საზოგადოების კეთილდღეობაზე ორიენტირებული, არამედ კონსტიტუიციას ცდილობენ, რომ მოარგონ საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებს და ეს არის ძალიან დამაზიანებელი. რომელი პოლიტიკური პარტიაც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში ყველასთვის იქნება ეს წარმოდგენილი კონსტიტუცია ცუდი, ვინაიდან ჰქმნის ძალიან უსამართლოდ ხმების განაწილების მექანიზმს, ჰქმნის ასევე იმ მექანიზმს, როდესაც ჩვენ ზე პარტიული პრეზიდენტის ნაცვლად, ჩვენ მივიღებთ პოლიტიკური პარტიების მიერ არჩეულ სწორედ პარტიულ პრეზიდენტს, რომელიც იქნება ხელისუფლების ერთ-ერთი გაგრძელება და არა არბიტრი, არა ხალხის ლეგიტიმაციით აღჭურვილი პირი, რომელიც დააბალანსებს ხელისუფლებას და შეასრულებს, თქვენი ანუ ქართველი ხალხის ნებას“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)