01:18 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-10 11:53:07, 1410 ნახვა

საზოგადოება
ავღანეთში ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა უმცროსკლასელებისგან წერილები მიიღეს

პროექტის „წერილები ჯარისკაცებს“ ფარგლებში, ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებულმა საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ საქართველოდან მოსწავლეების წერილები მიიღო.

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრმა“  საქართველოს მასშტაბით  45 სკოლიდან 2043 წერილი შეაგროვა, ხოლო ავღანეთში მათი გაგზავნა თავდაცვის სამინისტრომ უზრუნველყო.

მე-4 და მე-5 კლასის მოსწავლეებმა ბარათებთან ერთად ჯარისკაცებს სხვადასხვა საჩუქრებიც გაუგზავნეს და ქართველ ჯარისკაცებს სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვეს.

„მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილე ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა თბილი წერილებისთვის პატარა მეგობრებს მადლობა გადაუხადეს და საპასუხო ბარათები მოამზადეს, რომლებიც საქართველოში გამოგზავნის შემდეგ ადრესატებს გადაეცემა. წერილები გაიგზავნა თბილისიდან, გორიდან, ქუთაისიდან, ბათუმიდან, მარნეულიდან, ყვარლიდან, თელავიდან, გურჯაანიდან, ახალციხიდან, მესტიიდან, თიანეთიდან, ზუგდიდიდან, ბორჯომიდან, ფოთიდან, ლაგოდეხიდან და რუსთავიდან.

„წერილი ჯარისკაცებს" საქართველოს თავდაცვის, იუსტიციის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების ერთობლივი პროექტია, რომელსაც სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ სტუდენტებთან ერთად 2012 წლიდან ახორციელებს. პროექტის მიზანი სამშობლოდან შორს მყოფი მებრძოლებისათვის თანადგომისა და მხარდაჭერის გამოხატვაა. უმცროსკლასელებისთვის საპასუხო ბარათების მიღება სასიხარულო და საამაყო მოვლენაა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics