00:25 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-09 12:00:33, 1891 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ პატარაძემ სილეზიის სავოევოდოს დელეგაციას უმასპინძლა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სილეზიის სავოევოდოს დელეგაციას შეხვდა, რომელსაც სილეზიის სავოევოდოს ვიცე მარშალი სტანისლავ დობროვა ხელმძღვანელობს. შეხვედრას მარშალის ოფისის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

აღსანიშანვია, რომ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას ორმხრივი თანამშრომლობა აკავშირებს პოლონეთში ქვემო სილეზიის და სილეზიის სავოევოდოებთან. თანამშრომლობა წარმატებით მიმდინარეობს ტურიზმის, ეკონომიკის, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის მიმართულებით. სხვადასხვა მიმართულებით თანამშრმლობის კიდევ უფრო გაღრმავების საკითხები განიხილეს დღევანდელ შეხვედრაზე აჭარის რეგიონისა და სილეზიის სავოევოდოს ხელმძღვანელმა პირებმა.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა აჭარა-სილეზიის თანამშრომლობის კომისიის სამუშაო შეხვედრა სხვადასხვა უწყებაში. დელეგაციის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართეს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ თეონა ბერიძემ. 

სილეზიის სავოევოდოს დელეგაცია ბათუმს 10 მაისს დატოვებს.

დღეს, დელეგაციის წევრები ქობულეთში „აგრო ბაზრის" გახსნას დაესწრებიან და რეგიონის ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებენ.

(NS)









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics