|
2017-05-08 16:48:44, 2019 ნახვა
საზოგადოება
შსს-მ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვირეული დაიწყო
შინაგან საქმეთა მინისტრის,გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვირეული დაიწყო. კვირეულის გახსნის ღონისძიებას არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. „გზა დასავლეთისკენ ჩვენი საზოგადოების არჩევანია. ეს არის არჩევანი, რომელიც კანონის პატივისცემაზე გადის და პირველ რიგში, სწორედ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დაცვას გულისხმობს. თუმცა, მიმაჩნია, რომ ეს ის პრობლემაა, რომლის დასაძლევად მხოლოდ სამართალდამცველთა მაქსიმალური ჩართულობაც კი არ არის საკმარისი, თუკი არ იქნება თითოეული მოქალაქის ნება, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს; ნება, რომ კიდევ ერთი, გააზრებული ნაბიჯი გადავდგათ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისკენ! აქ თითოეული ჩვენგანის გადაწყვეტილება უაღრესად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კვირეულის პრეზენტაციაზე გიორგი მღებრიშვილმა. ღონისძიებაზე შს სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას დეტალურად გააცნეს საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში შეტანილი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც მიმდინარე წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება. შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, თეა პერტაიამ სოციალურ კამპანიაზე - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ ისაუბრა და კამპანიის ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. ღონისძიებაზე შინგან საქმეთა მინისტრმა შსს-ს სოციალური კამპანიის აქტიური მონაწილეები და მხარდამჭერები, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისთვის, მადლობის სიგელებით დააჯილდოვა. სიგელები ჟურნალისტებს, არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლებსა და საზოგადო მოღვაწეებს გადაეცათ. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვირეულის ფარგლებში, შსს-მ გამოაცხადა ფოტოკონკურსი, რომელშიც მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. პირველი სამი საპრიზო ადგილის მფლობელს სპეციალურად შექმნილი ჟიური გამოავლენს. გამარჯვებულებს ფულადი ჯილდო გადაეცემათ. (NS)
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)