|
2017-05-07 16:45:22, 1756 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი: კონსტიტუცია მხოლოდ იურისტების საქმე კი არა, თითოეული ჩვენგანის საქმეა
„კონსტიტუცია მხოლოდ იურისტების საქმე კი არა, თითოეული ჩვენგანის საქმეა“,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს პროექტის „ მე და კონსტიტუცია" ფინალის გახსნაზე განაცხადა, რომელიც დღეს პრეზიდენტის სასახლეში ჩატარდა. „მიხარია, რომ ფიქრობთ კონსტიტუციაზე, მუშაობთ კონსტიტუციის ირგვლივ თქვენ, სკოლის მოსწავლეები, ახალგაზრდა თაობა, რომლებმაც მომავალში უნდა გადაიბაროთ ჩვენი ქვეყნის მართვა, ჩვენი ქვეყნის განვითარება და ჩვენი ქვეყნის გამარჯვებული მომავალი.კონსტიტუცია არ უნდა იყოს მარტო პოლიტიკური ელიტების, მარტო განსწავლული იურისტების, მარტო ძალიან ჭკვიანი კონსტიტუციონალისტების საქმე. კონსტიტუცია, როგორც ქვეყნის მთავარი დოკუმენტი, რომელიც იწყება სიტყვებით „ჩვენ საქართველოს მოქალაქენი" და რომელშიც ერთიანდება საქართველოს მთელი მოსახლეობა უნდა იყოს ყოველი ჩვენთაგანის.მე მიხარია, რომ თქვენ ასე დაგაინტერესათ კონსტიტუციამ და ჩაერთეთ ამ კონსკურსში", - განაცხადა პრეზიდენტმა. უფროსკლასელთა კონკურსი „მე და კონსტიტუცია" საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით უკვე მეორე წელია ტარდება და მას პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით ორგანიზაცია „დემოკრატიის ლაბორატორია" ახორციელებს. პროექტის მიზანი სკოლის მოსწავლეებში კონსტიტუციის ცოდნის ამაღლების ხელშეწყობა და უზენაესი კანონის პოპულარიზაციაა. საქართველოს პრეზიდენტმა უფროსკლასელებს მადლობა გადაუხადა კონკურსში მონაწილეობისათვის, ქვეყნის ცხოვრებაში კონსტიტუციის მნიშვნელობასა და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობაზე ესაუბრა. კონკურსის შედეგად, პირველი ადგილზე გასული გუნდი ბრიუსელში გაემგზავრება, მეორე და მესამე ადგილის პრიზიორები საჩუქრად ნოუთბუქებსა და პლანშეტურ კომპიუტერებს მიიღებენ. კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა და დღეს საქართველოს კონსტიტუციის ცოდნაში ერთმანეთს 12 საჯარო სკოლის გუნდი ბრეინ რინგის პრინციპით შეეჯიბრა.
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
კობახიძე ოპოზიციაზე - 10 კაცშიც ვერ ახერხებენ, ეს ადამიანები ერთიანობის შენარჩუნებას
პაპუაშვილი ამბობს, რომ 4 სპეცრაზმელის დასაკავებლად რეჟიმს 3 წელი დასჭირდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)