13:14 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-07 13:31:03, 1912 ნახვა

პოლიტიკა
ჭიაბერაშვილი: ზეპარტიული სინამდვილეში ნიშნავს უმოქმედო პრეზიდენტს, რომელიც არ დაადებს ვეტოს კანონებს

საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საყოველთაო-სახალხო განხილვის წევრები ამჯერად ჩოხატაურის მოსახლეობას ხვდებიან.
„ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა  პრეზიდენტის თავზე ისაუბრა. მისი თქმით,  გაუგებარია, რატომ არ შეიძლება პრეზიდენტს დღეს განსაზღვრული უფლებამოსილებები დარჩეს:

„როცა ვლაპარაკობთ პრეზიდენტზე, თუ ჩვენი ამოცანაა, რომ მთავრობის ხელში ან პარლამენტში ერთი პარტიის ხელში არ მოხვდეს ძალაუფლების ზედმეტი კონცენტრაცია, რა უშლის ხელს, რომ პრეზიდენტთან დარჩეს ის უფლებამოსილებები, რომელიც დღესაა განსაზღვრული, მითუმეტეს, რომ თავად პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, დღეს პრეზიდენტს ისედაც არაფერი ეკითხება. მთავარი პრობლემა, რასაც პრეზიდენტი დღეს ქმნის, ესაა ვეტოს უფლება. მადლობა ღმერთს, ქამდე არ წავიდა „ქართული ოცნება“, რომ ვეტოს უფლება წაერთვა, მაგრამ მთავარი ვეტოს უფლებაა, ზეპარტიული სინამდვილეში ნიშნავს უმოქმედო პრეზიდენტს, რომელიც არ დაადებს ვეტოს კანონებს. ესაა მთავარი. ზეპარტიულის უკან ეს იმალება და თუ ეს გვინდა, კიბატონო“,-განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით,  პრეზიდენტის სტატუსი არ იზღუდება. ვენეციის კომისიის დასკვნის შესაბამისად, მინიმალური ცვლილება შეეხება კომპეტენციებს - ესაა ეროვნული უშიშროების საბჭო (იგი უქმდება) და უზენაესი სასამართლოს წევრის წარდგენა. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
კობახიძე ოპოზიციაზე - 10 კაცშიც ვერ ახერხებენ, ეს ადამიანები ერთიანობის შენარჩუნებას
პაპუაშვილი ამბობს, რომ 4 სპეცრაზმელის დასაკავებლად რეჟიმს 3 წელი დასჭირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics