13:49 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-07 11:43:32, 2129 ნახვა

სამართალი
ლაგოდეხში 25 წლის მამაკაცი დაჭრეს

ლაგოდეხში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 25 წლის მამაკაცი დაჭრეს.

ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შემთხვევა ქალაქიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარე ერთ-ერთ ეკლესიასთან მოხდა.

ახალგაზრდას შემავალი ჭრილობები მუცლისა და გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. მას გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ლაგოდეხის საავადმყოფოში ჩაუტარდა.

ექიმების განცხადებით,  მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, თუმცა მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, მომხდარზე  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ჩერნობილის 40 წელი - კატასტროფა, რომლის დამალვაც სცადეს
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics