02:35 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-06 13:10:18, 2481 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი განვითარების ახალი ბანკის ხელმძღვანელობას შეხვდა

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა და დიმიტრი ქუმსიშვილმა განვითარების ახალი ბანკის (New Development Bank) ხელმძღვანელობასთან საქართველოში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ისაუბრა.

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, აგრეთვე, მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმისა და მის ფარგლებში მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებზე. მათ შორის, სივრცითი განვითარების მიმართულებით, რომელიც საქართველოში მნიშვნელოვანი საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას ითვალისწინებს.

ბანკის მხრიდან გამოითქვა დიდი დაინტერესება, უფრო აქტიური მონაწილეობა მიიღონ აღნიშნულ პროცესში.

შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ საქართველოს ელჩი იაპონიაში ლევან ცინცაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მატკავა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics