|
2017-05-05 21:02:28, 2855 ნახვა
სამართალი
გიორგი მამალაძის ადვოკატების 11 შუამდგომლობიდან არც ერთი დაკმაყოფილდა
მოსამართლემ ბრალდებულ მამა გიორგი მამალაძის ადვოკატების მიერ ამ დროისთვის წარდგენილი 11 შუამდგომლობიდან, არც ერთი დააკმაყოფილა. ადვოკატების განცხადებით, მათი დასაბუთება მყარი იყო, თუმცა სასამართლომ პროკურატურის უსუსური არგუმენტაცია გაიზიარა. დარჩენილია დაცვის მხარის ერთი შუამდგომლობა საქმის შეწყვეტასთან დაკავშირებით, თუმცა ადვოკატები წინასწარ ვარაუდობენ, რომ მოსამართლე არც ამ შუამდგომლობას გაიზიარებს. "11-ვე შუამდგომლობაზე უარი მივიღეთ. უსუსური არგუმენტები იყო პროკურატურისგან, ჩვენი დასაბუთება მყარი იყო.სასამართლო სხდომის დახურვის მიზეზი სწორედ იყო ის, რომ საზოგადოებას ვერ დაენახა ეს ყველაფერი. დარჩა ერთი შუამდგომლობა საქმის შეწყვეტის თაობაზე.სამართლებრივად გვაქვს ამის საფუძველი, მაგრამ დღევანდელი მოსამართლის გათვალისწინებით, რამდენად მოხერხდება, ვნახავთ",-განუცხადა შესვენებაზე ჟურნალისტებს ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ. პროკურორის ინფორმაციით კი, სასამართლომ მათი ყველა ძირითადი მტკიცებულება დასაშვებად სცნო. ე.წ. ციანიდის საქმეზე წინასასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში განახლდა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)