|
2017-05-05 19:43:18, 2151 ნახვა
სამართალი
პროკურორი: სასამართლომ ჩვენი ყველა ძირითადი მტკიცებულება დასაშვებად სცნო
პროკურორ ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, მოსამართლემ ე.წ. ციანიდის საქმეზე წარდგენილი მათი ყველა ძირითადი მტკიცებულება დასაშვებად სცნო. როგორც წიკლაურმა შესვენებაზე ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელ სხდომაზე დადასტურდა, რომ ციანიდის ე.წ. ამოღება და დათვალიერება კანონიერი საგამოძიებო მოქმედებაა. "გახსოვთ ადვოკატთა ხმამამაღალი განცხადებები ციანიდის ე.წ. ჩადებასთან დაკავშირებით, თითქოს გარკვეული მანიპულაცია მოხდა და ასაბუთებდნენ, რომ თითქოს უკანონო იყო ეს მოქმედება.დღეს კიდევ ერთხელ დააყენეს მსგავსი შუამდგომლობა.მოსამართლემ დეტალურად მოისმინა ორივე მხარისგან არგუმენტები.დეტალურად გაეცნო და შეაფასა ის შუამდგომლობები და დღევანდელ სხდომაზე დადასტურდა, რომ ციანიდის ე.წ. ამოღება და დათვალიერება აბსოლუტურად კანონიერი საგამოძიებო მოქმედებაა.მოსამართლემ ცნო დასაშვებად ეს მტკიცებულება და საბოლოდ დადასტურდა, რომ არავითარ დარღვევას და მანიპულაციას ადგილი არ ჰქონია.კანონის ზედმიწევნითი დაცვით იქნა ჩატარებული და მთავარი მტკიცებულებები, რაც გვაქვს წარდგენილი, ყველა ცნო დასაშვებად. დარჩა ადვოკატების ერთი შუამდგომლობა, რომელსაც ასევე გავცემთ პასუხს",-აღნიშნა ჯარჯი წიკლაურმა. როგორც ცნობილია, მოსამართლემ დაცვის მხარის მიერ წარდგენილი 11 შუამდგომლობიდან არც ერთი დააკმაყოფილა. ე.წ. ციანიდის საქმეზე პროცესი დსხურულ რეჟიმში განახლდა. დარჩენილია ადვოკატების ერთი შუამდგომლობა, რომელსაც სასამართლო განიხილავს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)